კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

მაკგრეგორის ახალი მიზანი - UFC-ის ყოფილი ჩემპიონი პრეზიდენტობას აპირებს

UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, კონორ მაკგრეგორს სურს, რომ ირლანდიის პრეზიდენტი გახდა. თავის ახალ მიზანზე მებრძოლმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა.

მისი თქმით, ის აპირებს, რომ 2025 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე იყაროს კენჭი.

„მე მექნება ყველა კითხვაზე პასუხი, რომლის მიღებასაც ირლანდიელები ცდილობენ ამ მძარცველებისგან, ოჯახური ღირებულებებისა და მცირე ბიზნესის გამნადგურებლებისგან... ირლანდიელი ხალხი იმსახურებს პასუხს იმ კითხვებზე, რომლებსაც ისინი ითხოვენ. ირლანდიას სჭირდება აქტიური პრეზიდენტი, რომელიც იქნება ხალხის არჩეული - ეს მე ვარ. მე ვარ ერთადერთი ლოგიკური არჩევანი“, - წერს მაკგრეგორი.

კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა 2021 წლის ივლისში დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართა. ირლანდიელი მებრძოლის ოქტაგონში დაბრუნება მიმდინარე წლის ივნისში, მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ უნდა მომხდარიყო, თუმცა ბრძოლამდე 16 დღით ადრე მაკგრეგორმა თითი მოიტეხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ინტერვიუს დროს შეამოწმეს | მერაბი გამოეხმაურა ვარაუდს თითქოს ინფექცია აქვს
ინტერვიუს დროს შეამოწმეს | მერაბი გამოეხმაურა ვარაუდს თითქოს ინფექცია აქვს