კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი
Aa
Aa

საუკეთესო პენალტისტები Four Four Two-ს მიხედვით | რომელზე არიან მესი და რონალდუ

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Four Four Two-მ ყველა დროის საუკეთესო პენალტისტები დაასახელა. ავტორიტეტული ჟურნალის რეიტინგში პირველ ადგილს კუაუტემოკ ბლანკო იკავებს. ეს უკანასკნელი მექსიკელი ფეხბურთელია, რომელსაც 73 თერთმეტმეტრიანიდან მხოლოდ 2 აქვს გაფუჭებული.

მეორე ადგილზე მეტ ლე ტისიეს ვხედავთ - 48-დან 47 გატანილი პენალტი. მას რონალდ კუმანი მოჰყვება (103-დან 6 გაფუჭებული პენალტი). Four Four Two-მ მეოთხე ადგილზე მარკო ვან ბასტენი გაიყვანა, ლეგენდარულ ნიდერლანდელს კი რონალდო ნაზარიო მოსდევს.

დიეგო მარადონა მეექვსე გახლავთ, ხოლო მეშვიდე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ იმყოფება. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის შემდეგ, მიშელ პლატინი, რობერტო ბაჯო და ჰარი კეინი მოდიან. მე-11 ლოთარ მათეუსია, მე-12 - ალან შირერი, მე-13 - დავიდ ვილია, ლიონელ მესი კი მე-14 ადგილზეა.

Four Four Two-ს სრული სია ასეთია

15 - ანტონინ პანენკა

16 - რობერტ ლევანდოვსკი

17 - დავორ შუკერი

18 - ბრუნო ფერნანდეში

19 - ალესანდრო დელ პიერო

20 - გრეჰემ ალექსანდერი

21 - ფრენკ ლამპარდი

22 - პოლ ბრაიტნერი

23 - მარიო ბალოტელი

24 - იან მოლბი

25 - სტივენ ჯერარდი

26 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი

27 - ფრანჩესკო ტოტი

28 - აივან ტოუნი

29 - მიხაელ ბალაკი

30 - იარი ლიტმანენი

31 - როჟერიო სენი

32 - რეი სტიუარტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩია“ | ჩეხეთის ნაკრების თავკაცისა და ფეხბურთელის კომენტარი
„უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩია“ | ჩეხეთის ნაკრების თავკაცისა და ფეხბურთელის კომენტარი