რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, გიორგი კვერნაძე, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

U21: საქართველომ მოლდოვა დამაჯერებლად დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, შემოდგომის სანაკრებო ციკლი მოლდოვის წინააღმდეგ მატჩით დაიწყო, რომელიც დამაჯერებლად 3:0 მოიგო.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა ბათუმში გაიმართა.

სვანაძის გუნდმა მეტოქეს კარში საერთოდ არ დაარტყმევინა, თავად კი 5-ჯერ დაურტყა და სამჯერ გაუტანა. გოლების ავტორები მამაგეიშვილი, კვერნაძე და აბუაშვილი გახდნენ. სამივე საგოლე გადაცემა ოდიშარიამ შეასრულა.

მთლიანობაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გააზრებული, დალაგებული და დომინანტური ფეხბურთი ითამაშა, რასაც შესაბამისი შედეგიც მოჰყვა.

7 ტურის შემდეგ 16 ქულით სვანაძის გუნდი მე-2 ადგილზეა და ლიდერ ნიდერლანდებს 5 ქულით ჩამორჩება.

ბათუმის შემდეგ, 21-წლამდელები ნიდერლანდებში გაემგზავრებიან, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს, ვენლოში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები