ზურაბ ზურაბიანი
Aa
Aa

მეხუთე მედალი პარალიმპიადაზე | ზურაბიანი ვერცხლს დასჯერდა

პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, ქართველი ჯუდოკა, ზურაბ ზურაბიანი (60კგ, კატეგორია J2) ვერცხლის მედალს დასჯერდა. ზურაბიანი ფინალურ შეხვედრაში უზბეკეთის წარმომადგენელს, შერზოდ ნამოზოვს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა.

ცნობისთვის, ზურაბიანმა პარალიმპიადაზე ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც ჩილელი იოხან ერერა ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალში მისი მეტოქე ალჟირელი იშაკ ულდკუიდერი იყო, რომელსაც ზურაბიანმა ასევე ვაზარით სძლია.

გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს დელეგაციის აქტივში ხუთი მედალია. პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, პნევმატური შაშხანიდან 50 მეტრზე სროლაში ვლადიმერ ჭინჭარაულმა - ვერცხლის მედალი, პარატაეკვანდოში ანა ჯაფარიძემ - ბრინჯაოს მედალი, ნინა თიბილაშვილმა კი - ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი.

ქართველი პარაძიუდოისტი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი და ევროპის ვიცე-ჩემპიონია. მან პარალიმპიადაზე მეორედ იასპარეზა, მედალი კი პირველად მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი სახის 85 პროცენტი ცხვირს უკავია“ | ომალი დარწმუნებულია, რომ მერაბს დაანოკაუტებს
„მისი სახის 85 პროცენტი ცხვირს უკავია“ | ომალი დარწმუნებულია, რომ მერაბს დაანოკაუტებს