პატრიკ შიკი
Aa
Aa

„ევროზე საქართველოსთან მოგებას ვიმსახურებდით“ | პატრიკ შიკი

ჩეხეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, პატრიკ შიკმა თბილისში გამოგზავრებამდე საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა. შიკმა მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მისი გუნდი „ჯვაროსნების“ დამარცხებას იმსახურებდა.

„ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოსთან ნეგატიური მოგონებები მაკავშირებს. შეიძლება, ნეგატიური იმიტომ, რომ ტრავმა მივიღე, მაგრამ სხვა მხრივ, ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია და გამარჯვებას ვიმსახურებდით.

საქართველოს მარტივი სათამაშო სტილი აქვს. ისინი კონტრშეტევებზე არიან ორიენტირებული და ყველაზე კარგად სწორედ ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ევროპის ჩემპიონატზე, სწორედ ამ სტილს მიმართეს და არ მგონია, რამე შეცვალონ. ეცდებიან, კონტრშეტევებზე სწრაფად გადავიდნენ და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ".

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. „ჯვაროსნების“ მხრიდან თავი გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა, ჩეხეთს კი უამრავი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილს ვერაფერი მოუხერხა.

ცნობისთვის, სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება. „ნასისა“ და „ჯვაროსნების“ დაპირისპირება თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩია“ | ჩეხეთის ნაკრების თავკაცისა და ფეხბურთელის კომენტარი
„უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩია“ | ჩეხეთის ნაკრების თავკაცისა და ფეხბურთელის კომენტარი