ზვიად ნაჭყებია
Aa
Aa

„ჩეხებს საქართველოს ნაკრების ეშინიათ“ - ნაჭყებია მომავალ მატჩზე

7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული გუნდი უეფას ერთა ლიგის 2024/2025 წლების გათამაშებას ჩეხეთის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში 22 ივნისს შეხვდა და დაძაბული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. საყოველთაო მოსაზრებით, ქართველ ფეხბურთელებს კონტინენტის პირველობის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტად სწორედ ამ გუნდთან გაუჭირდათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ჩეხეთში საქართველოს ნაკრებზე მაღალი წარმოდგენა აქვთ და ერთა ლიგის პირველი ტურის წინ მათი განწყობა ასეთია, რომ თბილისში ქულის აღებაც კარგი შედეგი იქნება. ამის შესახებ Crystalsport-ს ზვიად ნაჭყებიამ მოუყვა, რომელიც ჩეხეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში „ზლინის“ შემადგენლობაში თამაშობს.

რას ამბობს ნაჭყებია

სიმართლე გითხრათ, ერთა ლიგის დაწყების წინ, ჩეხები მათი ქვეყნის ნაკრების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი. ისინი საქართველოს ნაკრებს საკმაოდ მაღალი კლასის მეტოქედ მიიჩნევენ და მათი უმრავლესობა თვლის, რომ თბილისში ქულის აღებაც კარგი შედეგი იქნება.

ბუნებრივია, განსაკუთრებულად ახსოვთ გიორგი მამარდაშვილი. ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი იციან და სხვათა შორის, თითქმის ყველა ცნობს ბუდუ ზივზივაძეს, რადგან აქ გერმანიის პირველი და მეორე ბუნდესლიგის თამაშები აქტიურად შუქდება. ბევრს მეკითხებიან გიორგი ქოჩორაშვილზე და ყველას გაუკვირდა, რომ ის „ლევანტეში“ დარჩა და უფრო მაღალი დონის გუნდში არ გადავიდა.

ისევე როგორც ყველა ქართველი ფეხბურთელის, ჩემი მთავარი ოცნებაც ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა, რაც უტოპიად ნამდვილად არ მეჩვენება. გიორგი გველესიანის ისტორია ჩემთვის სამაგალითოა, რომელმაც 33 წლის ასაკში შეძლო და ეროვნულ გუნდში ადგილი დაიმკვიდრა. ვთამაშობ ჩეხეთში, მართალია პირველ ლიგაში, მაგრამ გათამაშება ისე დავიწყეთ, რომ უმაღლეს ლიგაში დაბრუნების მთავარი კანდიდატები ვართ.

შვიდ ტურში დაგროვებული 19 ქულით „ზლინი“ ჩემპიონატის პირველ ლიგას ლიდერობს. ნაჭყებია კი ამ კლუბში გადასვლამდე სხვადასხვა დროს „ვიტ ჯორჯიასა“ და „სამტრედიაში“ გამოდიოდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნაკრებმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ნაკრებმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა