ქართველი ძიუდოისტი ნინო ლოლაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ესტონეთში მიმდინარეობს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში, რომელზეც ქართველმა ძიუდოისტმა ნინო ლოლაძემ (57 კგ) იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა იტალიელ ჯულია კარნას, უნგრელ ჰანა სასს და ესპანელ ადრიანა საეს ჰევიას სძლია, ნახევარფინალში კი ფრანგი ალია დე კარვალიო დაამარცხა.
ფინალური ბრძოლა ლოლაძემ აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.