ივან ჰაშეკი, ტომაშ ჩვანჩარა
Aa
Aa

„უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩია“ | ჩეხეთის ნაკრების თავკაცისა და ფეხბურთელის კომენტარი

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა და თავდამსხმელმა, ტომაშ ჩვანჩვარამ საქართველოს ეროვნულ გუნდზე ისაუბრეს. „ჯვაროსნებისა“ და „ნასის“ დაპირისპირება შაბათს გაიმართება და ჩეხები უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადებიან.

„ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა და ერთა ლიგა არის ერთ-ერთი გზა, რომელიც პლეიოფში გასვლისა და საგზურისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს იძლევა. საქართველოსთან უაღრესად მნიშვნელოვანი თამაში გველოდება“, - აღნიშნა ჰაშეკმა.

„ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა, რამდენად ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია საქართველოს ნაკრებს. მათ სწრაფი თავდამსხმელები ჰყავთ და რთული მატჩი იქნება, მაგრამ მჯერა, რომ ჯვაროსნებისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ და გავიმარჯვებთ“.

სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება. „ნასისა“ და „ჯვაროსნების“ დაპირისპირება თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის კონკურენტს ტრაბზონში უშვებენ
მიქაუტაძის კონკურენტს ტრაბზონში უშვებენ