იტალიელი ჟურნალისტი: კვარა ახალი ნაპოლის სიმბოლო იქნება
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ალფრედო პედულამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მას ახალი ნაპოლის საყრდენი უწოდა.
მისი თქმით, კლუბიდან ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემდეგ, ხელმძღვანელობა ქართველი ფეხბურთელისთვის ხელფასის გაზრდას გეგმავს.
„ნაპოლი კვარასთვის ხელფასის გაზრდას აპირებს. შესაძლოა კლუბმა ეს უკვე გააკეთა. ციფრი იგივეა, რაც ბოლო დღეები ითქვა. კვარაცხელია 5 მილიონს ევროს მიიღებს, შესაძლოა 5,5 მილიონი ევროც კი. ამრიგად, ის ახალი ნაპოლის ქვაკუთხედი გახდება“, - განაცხადა პედულამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ნომინანტებს შორის მოხვდა.
კვარაცხელიამ ახალი სეზონი მაღალ დონეზე დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ს ეგიდით, სამ თამაშში მიიღო მონაწილეობა და ანტონიო კონტეს ფორმაციის „ნაპოლის“ ლიდერია.
სერია A-ს საწყის სამ ტურში კვარას აქტივში გოლი და საგოლე პასია, „ნაპოლის“ კი 6 ქულა აქვს. ნეაპოლელები სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილს იკავებენ და მომდევნო მატჩი 15 სექტემბერს, „კალიარისთან“ ელით.