ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, მატეო პოლიტანო
Aa
Aa

პოლიტანო: ახლა მე და კვარა მეტოქის კართან უფრო ახლოს ვთამაშობთ

„ნაპოლის“ შემტევმა მატეო პოლიტანომ Radio CRC-სთან ინტერვიუში ანტონიო კონტეს მოსვლის შემდეგ გუნდში განხორციელებულ ცვლილებებზე და „პარტენოპეის“ ახალ ტაქტიკურ მონახაზზე ისაუბრა.

მატეო პოლიტანო:

„მე და კვარა ახლა მეტოქის კართან უფრო ახლოს ვართ, ვცვლით პოზიციებს, ხოლო საკუთარ საჯარიმოსთან ჩამდგარი გუნდების წინააღმდეგ ვცდილობთ, უფრო მრავალფეროვნად ვითამაშოთ. ჯერ მხოლოდ დასაწყისია, კიდევ ბევრი რამ უნდა დავხვეწოთ. დიდი ხანია, ერთად ვთამაშობთ, შეთამაშებულები ვართ და ვიცით, როდის რა პოზიციები უნდა დავიკავოთ.

„ინტერში“ გატარებული 6 თვის შემდეგ ისევ კონტესთან მუშაობა ძალიან მომწონს. ის მოტივირებულია და მზად არის სამუშაოდ. „ნერაძურიში“ 3-5-2 სქემით ვთამაშობდით, ახლა კი 3-4-2-1 სქემით ვთამაშობთ. ტაქტიკური მონახაზი შეიცვალა, მაგრამ ვარჯიშების ინტენსივობა იგივე დარჩა.

რომელუ ლუკაკუ შესანიშნავი ფეხბურთელია - ყოველთვის სჯობს, ის შენს გუნდში გყავდეს. მისი კარიერა ყველაფერზე მეტყველებს. რომელუ სამაგალითოა, ის ინარჩუნებს ბურთს, ხოლო თუ თავისუფალი სივრცე მიეცი, ის უბრალოდ შეუჩერებელია“.

კონტეს გაწვრთნილ „ინტერში“ მატეო პოლიტანო 2019-20 წლების სეზონის პირველ ნახევარში თამაშობდა, რის შემდეგაც „ნაპოლიში“ გადაბარგდა. კონტე „პარტენოპეის“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლუკაკუ კვარას საბოლოო მომწიფების გასაღები“ - იტალიური გამოცემა
„ლუკაკუ კვარას საბოლოო მომწიფების გასაღები“ - იტალიური გამოცემა