მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

ინტერვიუს დროს შეამოწმეს | მერაბი გამოეხმაურა ვარაუდს თითქოს ინფექცია აქვს

მერაბ დვალიშვილმა NY Post Sports-ს ინტერვიუ მისცა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვარაუდს გამოეხმაურა. MMA-ის გულშემატკივრები წერდნენ, რომ „მანქანა“ სტაფილოკოკურ ინფექციას ებრძოდა, რაც ქართველმა მებრძოლმა უარყო.

„ბოდიში მეგობარო. UFC-ის ექიმმა შემამოწმა. ჩემს ხელს შეხედეს და ყველაფერი კარგადაა. სოციალურ ქსელებში ფოტო დავდე და ბევრმა ადამიანმა დაწერა, რომ სტაფილოკოკური ინფექცია მქონდა. UFC-იმ შემამოწმა და ყველაფერი კარგადაა. არაფერი მჭირს. როგორც ხედავთ, არანაირი სტაფილოკოკური ინფექცია არაა“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს და თბილისის დროით, 15 სექტემბერს შონ ომალის დაუპირისპირდება. „მანქანისა“ და „შუგას“ ჩხუბს ლას-ვეგასში მდებარე „სფერო“ უმასპინძლებს და საბრძოლო ორგანიზაციის პრეზიდენტის, დენა უაითის თქმით, რომელიმე მათგანი რომ ჩაეხსნას, UFC-ს სერიოზული ფინანსური ზიანი მიადგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავდაპირველად ნაკერების ამოღება დანით ვცადე“ | მერაბი დენა უაითის კრიტიკაზე
„თავდაპირველად ნაკერების ამოღება დანით ვცადე“ | მერაბი დენა უაითის კრიტიკაზე