ხვიჩა კვარაცხელია, სერია A
Aa
Aa

კვარა სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ნომინანტებს შორისაა

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ნომინანტებს შორის მოხვდა.

მასთან ერთად, პრიზზე წარდგენილები არიან მარკუს ტურამი, დენის მანი, მატეო რეტეგი, დუშან ვლაჰოვიჩი და საულ კოკო.

გულშემატკივრებს ხმის მიცემა EA Sports-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ ბმულის საშუალებით შეუძლიათ - მიეცი ხმა!

ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონი მაღალ დონეზე დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ს ეგიდით, სამ თამაშში მიიღო მონაწილეობა და ანტონიო კონტეს ფორმაციის „ნაპოლის“ ლიდერია.

ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს, DATA´Foot-ის მიხედვით, „კვარა“ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორია. DATA´Foot-ის მიხედვით, კვარაცხელიას 21 წარმატებული დრიბლინგი აქვს და მხოლოდ ლამინ იამალს ჩამორჩება.

სერია A-ს საწყის სამ ტურში „კვარას“ აქტივში გოლი და საგოლე პასია, „ნაპოლის“ კი 6 ქულა აქვს. ნეაპოლელები სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილს იკავებენ და მომდევნო მატჩი 15 სექტემბერს, „კალიარისთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტემ კვარას გონებასა და სულში შეაღწია“ - იტალიური გამოცემა
„კონტემ კვარას გონებასა და სულში შეაღწია“ - იტალიური გამოცემა