რუდი გობერი, შაკილ ონილი, ბენ სიმონსი
Aa
Aa

„უსარგებლო ნივთები არიან, ხელფასს ტყუილად იღებენ“ - ონილი გობერსა და სიმონსზე

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი შაკილ ონილი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი სპორტული პოდკასტის, Complex-ის სტუმარი გახლდათ, სადაც მან უამრავ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. შაკიმ პირველ რიგში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის ნაკრების მორიგი ტრიუმფი შეაფასა, შემდგომ კი NBA-ს მოახლოებული სეზონის მთავარ ფავორიტებზე ისაუბრა. თუმცა, ყველაზე საინტერესო იყო მისი პასუხი შეკითხვაზე, ვინ არის ყველაზე ცუდი კალათბურთელი.

რა თქვა ონილმა

ულაპარაკოდ რუდი გობერი, თუმცა ბენ სიმონსიც მისნაირი ხელმოცარულია. იცით რაშია საქმე, პირობითად ვამბობ, როდესაც იღებ ხელფასის სახით 250 მილიონ დოლარს, 120 მილიონის საქმე არ უნდა გააკეთო. არადა, არიან კალათბურთელები, რომლებიც ვარჯიშებით თავს იკლავენ, როდესაც თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ, კარგადაც თამაშობენ და ჩემს მიერ ზემოთ ხსენებულ უსარგებლო ნივთებზე ათჯერ ნაკლებს გამოიმუშავებენ. ყოველივე ამის ფონზე, მასწავლებლები, მეხანძრეები და ექიმები ამხელა საქმეს აკეთებენ და მათი ანაზღაურება კაპიკებია.

ცნობისათვის ფრანგი რუდი გობერი „მინესოტა ტიმბერვულვზის“, ხოლო ავსტრალიელი ბენ სიმონსი „ბრუკლინ ნეტსის“ ღირსებას იცავს. რაც შეეხება შაკილ ონილს, ის კარიერის მანძილზე NBA-ს ჩემპიონი 4-ჯერ, ხოლო ფინალური მატჩის MVP 3-ჯერ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თანაგუნდელს დაარტყა და ბოდიში მოიხადა - გობერს ბევრმა დასცინა
თანაგუნდელს დაარტყა და ბოდიში მოიხადა - გობერს ბევრმა დასცინა