ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | TOP-10
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, მათ შორის საუდის არაბეთშიც. ფიფას ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდში რეკორდული რაოდენობის 11 000 საერთაშორისო ტრანსფერი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 4,8%-ით აღემატება.
კლუბებმა ტრანსფერებში 6,40 მილიარდზე მეტი დოლარი გადაიხადეს, რაც მთელი ისტორიის განმავლობაში რიგით მეორე ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ხულიან ალვარესია, რომელშიც „ატლეტიკომ“ „მანჩესტერ სიტის“ 75 მილიონი ევრო გადაუხადა.
მეორე ადგილს დომინიკ სოლანკე იკავებს, რომელიც „ტოტენჰემმა“ 64,3 მილიონი ევროდ იყიდა. მესამე ადგილზე ლენი იოროა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 62 მილიონ ევროდ გაიფორმა.
TOP-10 ასე გამოიყურება:
- ხულიან ალვარესი - 75 მილიონი ევრო
- დომინიკ სოლანკე - 64,3 მილიონი ევრო
- ლენი იორო - 62 მილიონი ევრო
- პედრუ ნეტუ - 60 მილიონი ევრო
- მუსა დიაბი - 60 მილიონი ევრო
- ჟოაუ ნევეში - 59.9 მილიონი ევრო
- ამადუ ონანა - 59,4 მილიონი ევრო
- დანი ოლმო - 55 მილიონი ევრო
- ტეუნ კოპმეინერსი - 54,7 მილიონი ევრო
- მაიკლ ოლისე - 53 მილიონი ევრო