ზურაბ ზურაბიანი
Aa
Aa

პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი პარალიმპიადის ფინალშია

პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი (-60კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.

ზურაბ ზურაბიანმა პარალიმპიადაზე ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც ჩილელი იოხან ერერა ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ნახევარფინალში მისი მეტოქე ალჟირელი იშაკ ულდკუიდერი იყო, რომელსაც ზურაბიანმა ასევე ვაზარით სძლია. ფინალში ზურაბიანის მეტოქე უზბეკი შერზოდ ნამოზოვი იქნება.

მიმდინარე პარალიმპიადაზე საქართველოს აქტივში ოთხი მედალია. პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, პნევმატური შაშხანიდან 50 მეტრზე სროლაში ვლადიმერ ჭინჭარაულმა - ვერცხლის მედალი, პარატაეკვანდოში ანა ჯაფარიძემ - ბრინჯაოს მედალი, ნინა თიბილაშვილმა კი - ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი მედალი - ვლადიმერ ჭინჭარაულის ვერცხლი პარალიმპიადაზე
კიდევ ერთი მედალი - ვლადიმერ ჭინჭარაულის ვერცხლი პარალიმპიადაზე