ყველაზე მაღალი ხელფასი კლუბის ისტორიაში - აეკს მარსიალის გაფორმება სურს
„მანჩესტერ იუნატედის“ ყოფილი თავდამსხმელი, ენტონი მარსიალი შესაძლოა საბერძნეთში ვიხილოთ.
მედიის ცნობით, მას „აეკმა“ რეკორდული ხელფასი შესთავაზა, დათანხმების შემთხვევაში კი, ფრანგი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
„წითელმა ეშმაკებმა“ მარსიალი ამ ზაფხულს გაუშვეს და ამჟამად თავისუფალი აგენტია. ის ინგლისურ გრანდს 2015 წელს „მონაკოდან“ შეუერთდა.
Transfermarkt-ზე 28 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება სულ რაღაც 10 მილიონი ევროა.