გარდაიცვალა უგანდელი ოლიმპიელი, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა
პარიზის ოლიმპიადაში მონაწილე უგანდელი მძლეოსანი, რებეკა ჩეპტეგი გარდაიცვალა. ის 33 წლის იყო.
როგორც BBC წერს, სპორტსმენს ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ჩეპტეგი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ პარტნიორებს დავა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ჰქონდათ.
რებეკა ჩეპტეგი პარიზის ოლიმპიადაზე მარათონულ გარბენში მონაწილეობდა, სადაც 44-ე ადგილი დაიკავა.