როდრიგო გაკვირვებულია, რატომ არ მოხვდა ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის
2024 წლის ოქროს ბურთის ნომინანტების სია ცნობილია და როგორც ჩანს, მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი, როდრიგო ჩამონათვალით გაკვირვებული დარჩა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა Instagtram-ზე კოლაჟი გამოაქვეყნა, რომელიც გასული სეზონის მომენტებს ასახავს, როდესაც მან გუნდთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. როდრიგომ ფოტოსთან ერთად, 2 ემოჯიც გამოიყენა.
23 წლის ნახევარმცველმა 2023-2024 წლების სეზონზე, 50-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.
France Football-ის მიხედვით წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის 30 მოთამაშე იბრძოლებს.
სია ასე გამოიყურება:
ჯუდ ბელინგემი (რეალი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ფედერიკო ვალვერდე (რეალი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) , ნიკო უილიამსი (ატლეტიკი), გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი), არტემ დოვბიკი (ჟირონა / რომა), ტონი კროოსი (მადრიდის რეალი, კარიერა დაასრულა), ვინისიუს ჟუნიორი (მადრიდის რეალი), დანი ოლმო (ლაიფციგი / ბარსელონა), ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი), მარტინ ოდეგორი (არსენალი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი / რომა).
როდრი (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ბაიერნი), დეკლან რაისი (არსენალი), ვიტინია (პსჟ), კოულ პალმერი (ჩელსი), დანიელ კარვახალი (რეალი), ლამინ იამალი (ბარსელონა), ბუკაიო საკა (არსენალი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), უილიამ სალიბა (არსენალი), კილიან მბაპე (პსჟ/რეალი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ადემოლა ლოუკმენი (ატალანტა), ანტონიო რუდიგერი (რეალი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი).
2003 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში არც რონალდუ და არც მესი არ არის.
გამარჯვებულის ვინაობა 28 ოქტომბერს გახდება ცნობილი.