კროოსს მხოლოდ ის შეცვლის - როდრი რეალის მთავარი სამიზნეა
მადრიდის „რეალს" როდრის შეძენა 2025 წელს სურს. ესპანელი მათი მთავარი სამიზნე გახდა.
კლუბის ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის გუნდში 28 წლის ესპანელი ნახევარმცველის ხილვა სურთ და ამას აუცილებელ ნაბიჯად თვლიან, წერს ესპანური As-ი.
ტონი კროოსის წასვლის შემდეგ, „სამეფო კლუბში“ მიიჩნევენ, რომ გერმანელის შეცვლა მხოლოდ როდრის შეუძლია.
როდრის კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2027 წლამდეა ძალაში. ამბობენ, რომ მისთვის „რეალში" გადასვლა მიმზიდველი ვარიანტია და მას არჩევანის გაკეთება „ლოს ბლანკოსსა“ და „ქალაქელებს“ შორის მოუწევს. თუ, პეპ გუარდიოლამ 2025 წელს გუნდი დატოვა, შესაძლოა ამ ფაქტმა ტრანსფერის ალბათობა უფრო გაზარდოს.
როგორც ცნობილია, პეპი სეზონის ბოლოს წასვლაზე და ახალი გამოწვევების მიღებაზე ფიქრობს.
Transfermark-ის ოფიციალური მონაცემებით, როდრის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 130 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი დღეს France Football-მა ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის დაასახელა. ბუკმეიკერები მას ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად თვლიან.