კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ვინისიუს ჟუნიორი, როდრი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

რონალდუს და მესის გარეშე - ოქროს ბურთის 30 ნომინანტი ცნობილია

ცნობილი გახდა 2024 წლის ოქროს ბურთის ნომინანტების სია.

France Football-ის მიხედვით წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის 30 მოთამაშე იბრძოლებს.

სია ასე გამოიყურება:

ჯუდ ბელინგემი (რეალი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ფედერიკო ვალვერდე (რეალი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) , ნიკო უილიამსი (ატლეტიკი), გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი), არტემ დოვბიკი (ჟირონა / რომა), ტონი კროოსი (მადრიდის რეალი, კარიერა დაასრულა), ვინისიუს ჟუნიორი (მადრიდის რეალი), დანი ოლმო (ლაიფციგი / ბარსელონა), ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი), მარტინ ოდეგორი (არსენალი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი / რომა).

როდრი (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ბაიერნი), დეკლან რაისი (არსენალი), ვიტინია (პსჟ), კოულ პალმერი (ჩელსი), დანიელ კარვახალი (რეალი), ლამინ იამალი (ბარსელონა), ბუკაიო საკა (არსენალი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), უილიამ სალიბა (არსენალი), კილიან მბაპე (პსჟ/რეალი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ადემოლა ლოუკმენი (ატალანტა), ანტონიო რუდიგერი (რეალი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი).

ეს 2003 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში არც რონალდუ და არც მესი არ არის.

გამარჯვებული 28 ოქტომბერს პარიზში დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - მამარდაშვილი ლევ იაშინის ჯილდოს ნომინაციაზეა წარდგენილი
ოფიციალურად - მამარდაშვილი ლევ იაშინის ჯილდოს ნომინაციაზეა წარდგენილი