France Football-მა წლის ნომინანტები დაასახელა
დღეს France Football-მა სხვადასხვა ნომინაციებში გასული სეზონის ნომინანტების სია გამოაქვეყნა.
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ წლის საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელთა პრიზის (რაიმონ კოპას სახელობის) ნომინანტთა სია გამოაქვეყნა:
პაუ კუბარსი, ლამინ იამალი (ორივე ბარსელონა), ალეხანდრო გარნაჩო, კობი მაინუ (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი), არდა გულერი (მადრიდის რეალი), კარიმ კონატე (რედ ბული ზალცბურგი), ჟოაო ნევესი, უორენ ზაირი-ემერი (ორივე პსჟ), სავიო მორეირა (მანჩესტერ სიტი), მატის ტელი (ბაიერნი).
ასევე ცნობილი გახდა წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს ნომინანტებიც:
ჩაბი ალონსო (ლევერკუზენი), კარლო ანჩელოტი (მადრიდის რეალი), ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრები), ჯან პიერო გასპერინი (ატალანტა), პეპ გუარდიოლა (მანჩესტერ სიტი), ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები).
ცნობილი გახდა წლის საუკეთესო მეკარის (ლევ იაშინის სახელობის) ჯილდოსთვის მებრძოლთა სიაც:
დიოგო კოსტა (პორტო), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), გრეგორ კობელი (ბორუსია), ანდრეი ლუნინი (მადრიდის რეალი), მაიკ მაინიანი (მილანი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა). უნაი სიმონი (ატლეტიკი), იან სომერი (ინტერი) და როუან უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი).
წლის საუკეთესო კლუბის პრიზის კანდიდატთა სია კი ასეთია:
„დორტმუნდის ბორუსია“, „ჟირონა“, „ლევერკუზენი“, მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“.
ამ კატეგორიებში გამარჯვებულები 28 ოქტომბერს ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე პარიზში გამოვლინდება. წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებიც მალე გამოვლინდება.