ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ლევ იაშინი
Aa
Aa

ოფიციალურად - მამარდაშვილი ლევ იაშინის ჯილდოს ნომინაციაზეა წარდგენილი

როგორც მოგეხსენებათ, ყოველ წელს ერთი კონკრეტული მეკარე ლევ იაშინის სახელობის ჯილდოს იგებს, ანუ წლის საუკეთესო მეკარე ხდება.

გასულ სეზონებში ეს ჯილდო ემილიანო მარტინესს და ტიბო კურტუას ერგო. საინტერესოა, თუ ვინ მიიღებს ამ აღიარებას მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს.

ავტორიტეტული გამოცემა GOAL-მა ნომინანტები გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილიც ფიგურირებს.

ნომინანტები:

დიოგუ კოშტა(პორტუ)
ჯანლუიჯი დონარუმა(პსჟ)
გრეგორ კობელი(ბორუსია დორტმუნდი)
ანდრეი ლუნინი(მადრიდის რეალი)
მაიკ მენიო(მილანი)
გიორგი მამარდაშვილი(ვალენსია)
ემილიანო მარტინესი(ასტონ ვილა)
უნაი სიმონი(ატლეტიკ ბილბაო)
იან ზომერი(ინტერი)
რონვენ უილიამსი(მამელოდი სანდაუნსი)

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო ისტორიაში ლევ იაშინი გახლავთ ერთადერთი მეკარე, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. მან ამის გაკეთება 1963 წელს შეძლო.

რაც შეეხება მამარდაშვილს, ქართველმა მეკარემ გასულ სეზონში 17-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა. მისი კარგი თამაში ევროპულ გრანდებს არ გამოეპარათ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლივერპულმა იყიდა, თუმცა 1-წლიანი იჯარის წესით ვალენსიაში დარჩა და მერსისაიდულ გრანდს მომავალ სეზონში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი: “ახლა ნაკრებზე სრული კონცენტრაციის დროა“
ქოჩორაშვილი: “ახლა ნაკრებზე სრული კონცენტრაციის დროა“