ქსკ ლანჩხუთი
Aa
Aa

ქსკ ლანჩხუთი ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქსკ ლანჩხუთი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ალბანურ ვლაჟნიას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 0:3 დამარცხდა.

მატჩის საწყის წუთებზე თანაბარი დაპირისპირება ვიხილეთ, თუმცა ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა.

ტაიმის მიწურულს, ალბანელები გააქტიურდნენ და 42-ე წუთზე დოჩიმ შორეული გასროლით თეონა სუხაშვილის კარი აიღო. რამდენიმე წუთის შემდეგ, ლანჩხუთის კარის დარაჯმა ფეხი იტკინა და მოედანზე დარჩა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, გურულთა კართან კუთხური დაინიშნა, რომელიც გოლად ბორჩიმ აქცია.

მეორე ტაიმში გიორგი ჩხაიძემ ცვლილებებს მიმართა და ლანჩხუთი გააქტიურდა, თუმცა გოლის გატანა მაინც რთული გამოდგა. 82-ე წუთზე ნდოიმ საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა. ბოლო წუთებზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ლანა გორგაძეს, თუმცა მისი დარტყმა ალბანური გუნდის მეკარემ ეფექტური ნახტომით მოიგერია.

შეგახსენებთ, რომ ქსკ ლანჩხუთი არის ერთადერთი ქართული კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისტორიის დაწერის კიდევ ერთი შანსი“ | სანიოლი ქალთა ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა
„ისტორიის დაწერის კიდევ ერთი შანსი“ | სანიოლი ქალთა ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა