„კონტემ კვარას გონებასა და სულში შეაღწია“ - იტალიური გამოცემა
ნეაპოლური გამოცემა Napoli Today კონტესა და კვარაცხელიას ურთიერთობის შესახებ წერს, რამაც ქართველი ფეხბურთელის ახალი ვერსია შექმნა და „ნაპოლის“ ქომაგები აღფრთოვანებაში მოიყვანა.
„კონტემ კვარაცხელია თავისი პროექტის ტაქტიკურ ცენტრში თავიდანვე დააყენა. მისი ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა კაპიტნის დი ლორენცოს გუნდში დატოვება იყო. ასევე კვარას საკითხიც. ქართველ შემტევსა და მწვრთნელს შორის ახლო ურთიერთობა ძალიან სწრაფად და ბუნებრივად დაიწყო.
პარმას წინააღმდეგ შეხვედრაში პარტენოპეის გულშემატკივრებმა კვარაცხელიას ახალი ვერსია იხილეს და აღფრთოვანება ვერ დამალეს. ხვიჩა ყველაფერს აკეთებდა, ის მთელს მოედანზე მოძრაობდა, პრესინგს თამაშობდა და ასეთი რამ ქომაგებს აქამდე ნანახი არ ჰქონდათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ლიდერისა და ყველაზე ნიჭიერი მოთამაშისგან მოდის.
ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას გონებასა და სულში შეაღწია და ქომაგებმა კვარას ახალი ვერსია იხილეს“.
- წერს napoli today.
აქვე გეტყვით, რომ მხარეები კონტრაქტის განახლების თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ვრცელდება განსხვავებული ვერსიებიც, თუმცა კონკრეტული და ოფიციალური ციფრები ჯერ არ გამოქვეყნებულა. მოსალოდნელია, რომ სექტემბრის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა.