ვიქტორ ოსიმენი, გალათასარაი
Aa
Aa

ოსიმენმა გალათასარაისთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა

„ნაპოლის“ ყოფილმა ფორვარდმა, ვიქტორ ოსიმენმა „გალათასარაისთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

იტალიელი ინსაიდერისა და ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ნიგერიელი 45 ნომრით ითამაშებს.

ოსიმენი „გალათასარაიში“ იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მის ხელფასს მთლიანად თურქული გრანდი დაფარავს და „გალას“ ვიქტორის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ან ვალდებულება არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ოსიმენს „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსის“ უკავშირებდნენ. „არისტოკრატები“ ნიგერიელი ფეხბურთელის გაფორმებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ვიქტორისგან თანხმობა ვერ მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: კვარას გარემოცვა 8 მილიონს ითხოვს - ნაპოლის შეთავაზება ცნობილია
Gazzetta: კვარას გარემოცვა 8 მილიონს ითხოვს - ნაპოლის შეთავაზება ცნობილია