ეკო გორგოძე
Aa
Aa

რუმინეთის ტურნირი - გორგოძე წყვილთა თანრიგის ნახევარფინალშია

ეკო გორგოძე ირინა ბარასთან ერთად, წყვილთა თანრიგში რუმინეთში ასპარეზობს. დღეს, ქართულ/რუმინულმა წყვილმა მეოთხედფინალში ლასკუტოვა ზვონარუს დუეტს 6:1 6:1 მოუგო.

ეკომ და ირინამ პირველ სეტში 3 ბრეიკი შეასრულეს და უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვეს. საპირისპიროდ, მოწინააღმდეგე დუეტს მხოლოდ ერთი ბრეიკ პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.

მეორე სეტიც თითქმის იდენტური სცენარით წარიმართა. ქართულ რუმინულმა წყვილმა 3 ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ერთი საკუთარი ჩაწოდება მაინც დათმო, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგზე არ აისახა.

ცნობისთვის, ნახევარფინალურ სტადიაზე გორგოძე და ბარა მარა სგაეს(რუმინეთი) და ფედერიკა უგრესის(იტალია) წყვილს შეხვდებიან. აღნიშნული დაპირისპირება 6 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 11:00-დან დაიწყება.

შეგახსენებთ, ეკო გორგოძე ერთეულთა თანრიგშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა სამწუხაროდ პატრისია მარია ტიგთან 0:6 0:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები