ვლადიმერ ჭინჭარაული
Aa
Aa

კიდევ ერთი მედალი - ვლადიმერ ჭინჭარაულის ვერცხლი პარალიმპიადაზე

პარამსროლელი ვლადიმერ ჭინჭარაული პნევმატური შაშხანიდან 50 მეტრზე სროლაში პარიზის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი გახდა.

ჭინჭარაულმა წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც 25 მონაწილეს შორის მე-6 შედეგი აჩვენა, 8 საუკეთესოს შორის მოხვდა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ფინალში ჭინჭარაულმა პირველი ეტაპი ყველაზე კარგი შედეგით დაასრულა, საერთო ჯამში კი 248,2 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ოქრო სერბ დრაგან რისტიჩს (250,2), ბრინჯაო კი ბრიტანელ ტიმ ჯეფერის (227,8) ერგო.

მიმდინარე პარალიმპიადაზე საქართველოს აქტივში ოთხი მედალია. პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, პარატაეკვანდოში ანა ჯაფარიძემ - ბრინჯაოს მედალი, ნინა თიბილაშვილმა კი - ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს ბრინჯაო ჩემთვის ოქროს უდრის - თიბილაშვილის ემოციები
ეს ბრინჯაო ჩემთვის ოქროს უდრის - თიბილაშვილის ემოციები