ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს.
ორგანიზაციის ცნობით, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა“, - აცხადებენ PHR-ში.
გასული წლის ოქტომბერში ქალთა საფეხბურთო კლუბ “ქუთაისის მართვეს” ყოფილ მწვრთნელს, პაატა დოგრაშვილს უეფამ ლიცენზია შეუჩერა.
მიზეზი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც დაადგინა, რომ მწვრთნელმა 9 ფეხბურთელი ქალი სექსუალურად შეავიწროვა.