ალბანეთის ნაკრები
Aa
Aa

ტაულანტ სეფერი: საქართველო ძალიან ძლიერი მეტოქეა, მოვუწოდებ ალბანელებს, ტრიბუნები გაავსონ

ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელი ტაულანტ სეფერი მოუწოდებს ალბანელ გულშემატკივრებს საქართველოსთან მატჩზე ტრიბუნები ბოლომდე გაავსონ.

მისივე თქმით, ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელები საქართველოს წინააღმდეგ საშინაო მატჩს მოუთმენლად ელიან.

„დავიწყეთ შეკრება და წინ ორი მატჩი გველის. საქართველო და უკრაინა ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან. ჩვენი მთავარი მიზანი ორივე მატჩში თავის საუკეთესოდ წარმოჩენაა. იმედია, უკრაინას დავამარცხებთ და შემდეგ საქართველოსთან მატჩისთვის მოვემზადებით. საქართველოსთან მატჩს მოუთმენლად ველით, იმიტომ რომ ტირანაში ბოლოს დიდი ხნის წინ ვითამაშეთ. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, გაავსონ ტრიბუნები“.

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ალბანეთი იქნება, რომელსაც ვილი სანიოლის გუნდი 10 სექტემბერს ტირანაში დაუპირისპირდება. მანამდე 7 სექტემბერს საქართველო ჩეხეთს უმასპინძლებს, ალბანეთი კი ჩეხეთში უკრაინას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ალბანეთის ნაკრებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა
ალბანეთის ნაკრებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა