საბა ფურცელაძე
Aa
Aa

2 სეტში წააგო - ფურცელაძე სტამბოლის ჩელენჯერს დაემშვიდობა

სტამბოლის ჩელენჯერის მერვედფინალში საბა ფურცელაძე მარტინ ლანდალუსს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 2 სეტში 4:6 3:6 დამარცხდა.

საბამ მატჩი ცუდად დაიწყო და თავისი პირველი ჩაწოდება უმალ დათმო, თუმცა უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად ასპარეზობდნენ, თუმცა იმ დროს, როდესაც ანგარიში ესპანელის სასარგებლოდ 5:4 იყო და საბა აწვდიდა, ლანდალუსმა ბრეიკი შეასრულა და სეტი მოიგო.

განსხვავებული არც მეორე სეტი გამოდგა. ქართველმა ჩოგბურთელმა თავისი ორი ჩაწოდება დათმო, საპირისპიროდ კი მხოლოდ ერთი მოიგო და მატჩი წააგო.

აღსანიშნავია, რომ საბა ფურცელაძეს 10 ბრეიკ პოინტი ჰქონდა და მხოლოდ 2 გამოიყენა. მარტინმა კი ამ კომპონენტში 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა სტამბოლის ჩელენჯერის პირველ წრეში მარტინ დამი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“კორტზე საკუთარი თავის პოვნა მიჭირდა“ - ჯოკოვიჩი პოპირინთან წაგების შემდეგ
“კორტზე საკუთარი თავის პოვნა მიჭირდა“ - ჯოკოვიჩი პოპირინთან წაგების შემდეგ