20 მილიონი წელიწადში - რონალდუს ალ-ნასრს რაბიოს დამატება სურს
საუდის არაბეთის „ალ-ნასრს“ ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს დამატება სურს. ამის შესახებ გამოცემა Corriere dello Sport-ი იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, „ალ-ნასრი“ რაბიოს ხელფასის სახით წელიწადში 20 მილიონ ევროს სთავაზობს. ამჟამად კლუბის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ფეხბურთელის დედასთან, რომელიც მისი აგენტიცაა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, რაბიოს შეძენის აუცილებლობაში კლუბის ხელმძღვანელობა კრიშტიანუ რონალდუმ დაარწმუნა. ფრანგსა და პორტუგალიელს ერთად „იუვენტუსში“ უთამაშიათ.
გასულ სეზონში რაბიომ „ბებერი ქალბატონის“ მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ტურინელების ღირსებას ის 2019 წლიდან იცავდა.