საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, პარიზი 2024
Aa
Aa

ოლიმპიურმა კომიტეტმა ქართველი სპორტსმენების პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობა დადებითად შეაფასა

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით, პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ პირველად, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა ასპარეზობის შედეგების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა: მოპოვებულია 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი საქართველომ 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილი დაიკავა, რაც ისტორიული მაჩვენებელია.

აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა ქართველ სპორტსმენთა ასპარეზობა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებულად შეაფასეს.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს სეოკ-ის საიუბილეო საანგარიშო-საარჩევნო სესიის შესახებ, აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით უახლოეს პერიოდში აღმასკომი კვლავ შეიკრიბება და განისაზღვრება ჩატარების თარიღი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ შედეგს ბოლომდე დავიცავთ“ - იონათამიშვილის პირველი კომენტარი
„ამ შედეგს ბოლომდე დავიცავთ“ - იონათამიშვილის პირველი კომენტარი