მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უმარი საჩემპიონო ჩხუბს ჯერ არ იმსახურებს“ | მერაბმა რუს მებრძოლზე ისაუბრა

მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვზე ისაუბრა. „მანქანამ“ სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნურმაგომედოვი სატიტულო ჩხუბის მიღებას ჯერ არ იმსახურებს. მერაბის თქმით, მის ნაცვლად, ქამრისთვის დეივისონ ფიგერედომ უნდა იბრძოლოს.

„ვარ თუ არა მზად უმართან ჩხუბისთვის? ჩემი და ომალის ორთაბრძოლაში ვინც არ უნდა მოიგოს, მისი მომდევნო მეტოქე ფიგერედო უნდა იყოს. დეივისონმა ეს დაიმსახურა, რადგან ყოფილი ჩემპიონი და ქამრის მოპოვების პრეტენდენტი დაამარცხა.

ფიგერედოს სახელი საქვეყნოდაა ცნობილი, უმარმა კი ტოპ 15-ის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს მოუგო - კორი სენდჰეგენს. რატომ იმსახურებს ტიტულისთვის ბრძოლას?! არ იმსახურებს, თუმცა, ეს ჩემი აზრია. ვფიქრობ, ფიგერედო უფრო იმსახურებს საჩემპიონო ჩხუბს, ვიდრე უმარი“.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის თქმით, „შუგასა“ და „მანქანის“ ჩხუბის გამარჯვებული უმარს შეხვდება. ნურმაგომედოვი და დვალიშვილი ერთმანეთს დიდი ხანია იწვევენ და აცხადებენ, რომ დროა გაირკვეს, „თეთრი ფაფახი“ უფრო ძლიერია თუ „შავი ფაფახი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოცნებები ხდება“ | ილიას ღირსეული ჟესტი და პასუხი პარალიმპიელს
„ოცნებები ხდება“ | ილიას ღირსეული ჟესტი და პასუხი პარალიმპიელს