მარიო რუი
Aa
Aa

განაცხადიდან მოხსნის მიუხედავად მარიო რუის ნაპოლიში დარჩენა სურს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ „ნაპოლის“ მარცხენა მცველს, მარიო რუის, რომელიც „პარტენოპეიმ“ სერია ა-ს განაცხადიდან ამოიღო, კლუბში დარჩენა მაინც სურს.

სკირას ცნობით, ევროპაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე პორტუგალიელ მცველს „ნიცა“, „ლილი“, „სან-პაულუ“, „არისი“ და „ვალიადოლიდი“ იწვევდნენ, თუმცა რუიმ ყველა კლუბი უარით გაისტუმრა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ გუშინ რუისგან უარი „ბაშაქშეჰირმაც“ მიიღო.

„ნაპოლი“ კვლავ ცდილობს, 33 წლის მცველს ახალი გუნდი მოუძებნოს, თუმცა პორტუგალიელი მზადაა ნეაპოლში დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ ის ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის.

რუიმ გასულ სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 28 მატჩი ჩაატარა. კლუბთან კონტრაქტი მას 2026 წელს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: კვარას გარემოცვა 8 მილიონს ითხოვს - ნაპოლის შეთავაზება ცნობილია
Gazzetta: კვარას გარემოცვა 8 მილიონს ითხოვს - ნაპოლის შეთავაზება ცნობილია