ვინისიუს ჟუნიორი, რასიზმი
Aa
Aa

თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება, 2030 წელს ჩემპიონატი ესპანეთში აღარ უნდა ჩატარდეს | ვინისიუსი რასიზმზე

ვინისიუს ჟუნიორმა რასიზმზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა. მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის თქმით, თუ ამ მხრივ სიტუცია არ გაუმჯობესდება, 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთში არ უნდა ჩატარდეს და სხვა ადგილი უნდა მოიძებნოს.

„იმედი მაქვს, ესპანეთში მიხვდებიან რამდენად სერიოზულია, რომ ადამიანს შეურაცხყოფა მისი კანის ფერის გამო მიაყენო. მოთამაშეები თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ ვერ იგრძნობენ ქვეყანაში, სადაც შესაძლოა რასიზმის გამოვლინების გამო დაზარალდნენ.

მინდა ყველაფერი გავაკეთო, რათა სიტუაცია შეიცვალოს, რადგან ესპანეთში ადამიანების უმრავლესობა რასისტი არ არის. მე მიყვარს „რეალში“ თამაში, მიყვარს ესპანეთი. აქ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საუკეთესო პირობებია“, - განაცხადა ვინისიუსმა.

2023 წლის 21 მაისს „მესტალიაზე“, „ღამურების“ გულშემატკივრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, ბრაზილიელის მისამართით სიტყვა „მაიმუნს“ სკანდირებდნენ.

„ვალენსიას“ 3 ფანს ვინიუსიუსის შეურაცხყოფისთვის 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: კვარას გარემოცვა 8 მილიონს ითხოვს - ნაპოლის შეთავაზება ცნობილია
Gazzetta: კვარას გარემოცვა 8 მილიონს ითხოვს - ნაპოლის შეთავაზება ცნობილია