ერლინგ ჰოლანდი, სტოლე სოლბაკენი
Aa
Aa

კურიოზი ნორვეგიაში | გარდაცვლილი ფეხბურთელების დოპინგზე შემოწმებას აპირებდნენ

ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. სკანდინავიელთა მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს სასაცილო ისტორია გაუზიარა, რომელიც ნორვეგიის ანტი-დოპინგის სააგენტოს უკავშირდება.

სოლბაკენის თქმით, ანტი-დოპინგის სააგენტოს წარმომადგენლები ეროვნული გუნდის საწვრთნელ ბაზას ესტუმრნენ და მათი მიზანი რამდენიმე ფეხბურთელის აკრძალულ პრეპარატებზე შემოწმება იყო. მათ სიაში ერლინგ ჰოლანდი, იორგენ შტრანდ ლარსენი, ანტონიო ნუსა, ოსკარ ბობი, ეინარ გუნდერსენი და იორგენ იუვე იყვნენ.

საინტერესო ისაა, რომ გუნდერსენი 1962 წელს გარდაიცვალა, იუვე - 1983-ში. ოსკარ ბობს რაც შეეხება, მან სერიოზული ტრავმა მიიღო, სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და ნაკრებთან ერთად არ იმყოფება.

„ვერ დავიჯერეთ, რომ არ ხუმრობდნენ. ანტი-დოპინგის სააგენტოს დავუკავშირდით და ვიკითხეთ, ფარულ კამერასთან გვქონდა საქმე თუ მათი სია რეალური იყო. ალბათ, ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს ჩახედეს და გადაწყვიტეს, ისინი შეემოწმებინათ (იუვე პირველზეა, გუნდერსენი მესამეზე). გუნდერსენისა და იუვეს ტესტებზე უარყოფითი პასუხი მოვიდა“, - იხუმრა სოლბაკენმა

აღსანიშნავია, რომ მომხდარს ანტი-დოპინგის სააგენტოს პრესსამსახურიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ორგანიზაციამ სერიოზული შეცდომა დაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავდაპირველად ნაკერების ამოღება დანით ვცადე“ | მერაბი დენა უაითის კრიტიკაზე
„თავდაპირველად ნაკერების ამოღება დანით ვცადე“ | მერაბი დენა უაითის კრიტიკაზე