გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

გიორგი მიქაუტაძე: დღეს ფეხბურთი PlayStation-ს ჰგავს

გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ გაზეთს ინტერვიუ მისცა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელმა თქვა, რომ „ფეხბურთი შეიცვალა“.

როგორც 23 წლის ფეხბურთელი მიიჩნევს, ახლა ნაკლებად არის შეტევაში სანახაობა, ვიდრე წარსულში.

„აღარ არიან ისეთი მოთამაშეები, როგორიც რონალდინიოა, რომლებსაც შეუძლიათ მთელი დაცვა გაიარონ დრიბლინგით და ტექნიკური ჟესტებით, სანამ გოლს გაიტანენ. არ ვფიქრობ, რომ შემტევი თამაშის ხარისხი დაეცა, თუმცა დღეს ფეხბურთი PlayStation-ს ჰგავს: ყველაფერი დაწერილია. ნაკლებად ვხედავთ მოთამაშეებს, რომლებიც 2 მცველს მოატყუებენ“, - განაცხადა მიქაუტაძემ So Foot-თან.

როგორც მოგეხსენებათ მიქაუტაძემ „ლიონს“ საკუთარი მომავალი 4 წლით დაუკავშირა. ფრანგულ კლუბს გიორგის ტრანსფერი 18.5 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა, ბონუსებით, თანხამ შესაძლოა, 4.5 მილიონით მოიმატოს. გარდა ამისა, მიქაუტაძის გასხვისების შემთხვევაში, „ლიონმა“ „მეცს“ მიღებული თანხის 15 პროცენტი უნდა გადაუხადოს.

გასულ სეზონში, მიქაუტაძემ ლიგა 1-ში მონაწილეობა 20 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 13 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. გიორგიმ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა, რის შემდეგაც, Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: კვარას გარემოცვა 8 მილიონს ითხოვს - ნაპოლის შეთავაზება ცნობილია
Gazzetta: კვარას გარემოცვა 8 მილიონს ითხოვს - ნაპოლის შეთავაზება ცნობილია