ლიდერთა შორის | კვარაცხელიაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს
ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონი მაღალ დონეზე დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ს ეგიდით, სამ თამაშში მიიღო მონაწილეობა და ანტონიო კონტეს ფორმაციის „ნაპოლის“ ლიდერია.
ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს, DATA´Foot-ის მიხედვით, „კვარა“ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორია. DATA´Foot-ის მიხედვით, კვარაცხელიას 21 წარმატებული დრიბლინგი აქვს და მხოლოდ ლამინ იამალს ჩამორჩება.
???? Le plus grand nombre d'adversaires éliminés cette saison !
— DATA´Foot (@DTFootball_) September 3, 2024
▫️Par un dribble où le dribbleur continue son action.
▫️Par un dribble où l’adversaire est obligé de commettre une faute pour arrêter le dribbleur.
▫️Par la course. pic.twitter.com/ffg0G0rVCl
„ბარსელონას“ გარემარბის ანგარიშზე 25 წარმატებული დრიბლინგია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საშუალოდ ყოველ 90 წუთში, ხვიჩა მასზე მეტ წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებს - 7.3. ქართველი ფეხბურთელის გარდა, 21 წარმატებული დრიბლინგი აქვთ რაულ მოროსა და ჟერემი დოკუს, ხოლო ვინისიუს ჟუნიორი და ჩიდერა ეჯუკე მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ.
სერია A-ს საწყის სამ ტურში „კვარას“ აქტივში გოლი და საგოლე პასია, „ნაპოლის“ კი 6 ქულა აქვს. ნეაპოლელები სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილს იკავებენ და მომდევნო მატჩი 15 სექტემბერს, „კალიარისთან“ ელით.