ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს - მედია
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა, კარიერა შესაძლოა უნგრეთის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე „ნირეგიჰაზაში“ გააგრძელოს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, კვეკვესკირი დამატების სურვილი რამდენიმე ქართულმა კლუბმა გამოთქვა, თუმცა 32 წლის ნახევარმცველმა უნგრული ვარიანტი არჩია და უახლოეს დღეებში „ნირეგიჰაზასთან“ გააფორმებს კონტრაქტს.
ნიკა კვეკვესკირი ბოლო 3 წლის განმავლობაში პოლონური „ლეხის“ ღირსებას იცავდა, სადაც 91 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება „ნირეგიჰაზას“, ის უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში წელს აღზევდა და 6 ტურის შემდეგ 12-გუნდიანი სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზეა.