კრისტოფ დიუგარი: მბაპე დიდი ხანია, უფერულად თამაშობს
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტოფ დიუგარიმ „რეალის“ ფრანგი ფორვარდი, კილიან მბაპე გააკრიტიკა.
როგორც დიუგარიმ RMC Sport-ის ეთერში აღნიშნა, მბაპეს კარგი სტატისტიკა აქვს, თუმცა თამაშის ხარისხის მხრივ ფრანგ კიდევ მოსამატებელი აქვს.
„მბაპემ „ატალანტას“ გაუტანა, „ბეტისთან“ დუბლი მიითვალა - თუ სტატისტიკას შევხედავთ, ეს წარმატებული სტარტია, იმიტომ რომ მისგან გოლების გატანას ითხოვენ. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, მბაპეს, ისევე როგორც მთელ გუნდს, მოსამატებელი აქვს. კარგი სტატისტიკის მიუხედავად, მბაპე დიდი ხანია, უფერულად თამაშობს - ასე იყო ნაკრებში, „პარი სენ-ჟერმენშიც“ და ახლა ასეა „რეალშიც“.
მან ფორვარდის თვისებები უნდა გააუმჯობესოს - მათ შორის ორთაბრძოლები და თავით თამაში. ვიცით, რომ ტექნიკის მხრივ ის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ვერ ხვდება. ტექნიკის მხრივ მისი შეზღუდულობა კიდევ უფრო ნათელია, როდესაც მის გვერდით ვინისიუსი თამაშობს“, - განაცხადა საფრანგეთის ნაკრების ექსფორვარდმა.
კილიან მბაპე „პარი სენ-ჟერმენიდან“ მადრიდის „რეალში“ ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. „სამეფო კლუბის“ მაისურით ჩატარებულ 5 მატჩში მის ანგარიშზე 3 გოლია.