Corriere dello Sport: ნაპოლი კვარას სთავაზობს იმავე ხელფასს, რაც ლუკაკუს აქვს
ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ წერს. გამოცემის ცნობით, ნაპოლი კვარას სთავაზობს იმავე ხელფასს, რაც გუნდის ახალწვეულს, რომელუ ლუკაკუს აქვს.
რას წერს გამოცემა:
„ნაპოლისა და კვარას შორის მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი, ხოლო ქართველის ხელფასი 1,8 მილიონი ევროა. მხარეებს კონტრაქტის გახანგრძლივება 2029 წლამდე სურთ. კვარა სეზონში 7 მილიონს ითხოვს, „პარტენოპეი“ კი მას ლუკაკუს დონეზე აყენებს: 6 მილიონი (+ბონუსები) და გამოსასყიდი თანხა, რაც ასევე კვარას მოთხოვნაა“.
გუშინ Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ხვიჩა კვარაცხელია„ნაპოლის“ წლიურად 8 მილიონიან ანაზღაურებას სთხოვს, პარტენოპეი კი მხოლოდ 5 მილიონს სთავაზობს.