„ოცნებები ხდება“ | ილიას ღირსეული ჟესტი და პასუხი პარალიმპიელს
ილია თოფურიამ ესპანელ პარალიმპიელს, მარტა ფრანსეს გომესს, რომელმაც პარიზის პარილიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი აიღო, სოციალურ ქსელში უპასუხა. ფრანსეს გომესმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მისი ოცნება „ელ მატადორთან“ შეხვედრა გახლავთ, რასაც ქართველი მებრძოლი მალევე გამოეხმაურა.
„ოცნებები ხდება. უბრალოდ მათი უნდა გჯეროდეს და ყველაფერი გამოგივა. 18 სექტემბერი დაარეზერვე“, - განაცხადა თოფურიამ.
Los sueños se cumplen solo hay que creerlo y tú lo haces. Resérvate 18 de septiembre ????
— Ilia Topuria (@Topuriailia) September 3, 2024
ესპანელმა პარალიმპიელმა ილიას გამოხმაურებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „რა ამაღელვებელია! ძალიან დიდი მადლობა, რომ მიპასუხე. პირადში მოგწერ, რათა დეტალებზე შევთანხმდეთ“.
აღსანიშნავია, რომ ილიას ქმედებას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „ელ მატადორის“ მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურეს და დაწერეს, რომ ნამდვილი ჩემპიონი სწორედ ასე უნდა იქცეოდეს.