ნინა თიბილაშვილი
Aa
Aa

ეს ბრინჯაო ჩემთვის ოქროს უდრის - თიბილაშვილის ემოციები

პარიზში მიმდინარე პარაოლიმპიურ თამაშებზე ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში ფრანგი ბრაიან ვიდი 15:11 დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ ნინა თიბილაშვილმა „პირველ არხთან'' ისაუბრა: „ეს მარტო ჩემი მედალი არაა, ჩვენი მედალია. ეს ჩემთვის მეორე პარალიმპიადა იყო. პირველი ტოკიოში გაიმართა და პანდემიის გამო დარბაზი ცარიელი იყო. ამჯერად სავსე ტრიბუნებმა დიდი ემოცია შემოიტანა. ვეცადე, ჩემი მაქსიმუმი მეჩვენებინა. მართალია, ეს ბრინჯაოს მედალია, მაგრამ ჩემთვის ოქროს უდრის. რთული და ემოციური შეხვედრები მქონდა. მადლობა ჩემს ყველა მოწინააღმდეგეს ღირსეული ბრძოლისთვის. გილოცავ, საქართველო!“

თიბილაშვილმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ასე რომ მან ზედიზედ მეორე პარაოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა, რაც დიდი წარმატებაა.

მიმდინარე პარაოლიმპიადაზე საქართველოს აქტივში სამი მედალია. პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, პარატაეკვანდოში ანა ჯაფარიძემ - ბრინჯაოს მედალი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები