ნინა თიბილაშვილი
Aa
Aa

ბრწყინვალე გამარჯვება - თიბილაშვილის ბრინჯაო პარაოლიმპიადაზე

პარიზში მიმდინარე პარაოლიმპიურ თამაშებზე ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში ფრანგი ბრაიან ვიდი 15:11 დაამარცხა.

თიბილაშვილმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ასე რომ მან ზედიზედ მეორე პარაოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა, რაც დიდი წარმატებაა.

მედლის მოპოვების რეალური შანსი ირმა ხეცურიანსაც ჰქონდა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩინელ ლანჟუ აოსთან დამარცხდა და შეჯიბრება მედლის გარეშე დაასრულა.

მიმდინარე პარაოლიმპიადაზე საქართველოს აქტივში სამი მედალია. პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, პარატაეკვანდოში ანა ჯაფარიძემ - ბრინჯაოს მედალი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები