ანრი ხოზრევანიძე, არჩილ ბოლქვაძე, თორნიკე მიქელაძე, თამაზ ღლონტი, ნიკა ღლონტი, საბა ჩილაშვილი, ანრი დავითაძე
Aa
Aa

ბოლქვაძემ 10:0 გაანადგურა - ორი ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე (U20)

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე თორნიკე მიქელაძემ (77 კგ.) და არჩილ ბოლქვაძემ (87 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ბოლქვაძემ რუმინელი პატრიკ გორდანი 10:0 გაანადგურა, ხოლო მიქელაძემ შვედს, კარლ ედვინ ჰუგო ბაფის 5:2 სძლია.

ბოლქვაძის გამარჯვება

მიმდინარე ჩემპიონატზე დღეს კიდევ ხუთი ქართველი ჩაერთო: თამაზ ღლონტი (60 კგ.), რატი ხოზრევანიძე (67 კგ.), ნიკა ღლონტი (72 კგ.), ანრი დავითაძე (82 კგ.) და საბა ჩილაშვილი (97 კგ.), თუმცა ბრინჯაოს მედლის შანსს რეპეშაჟიდან მხოლოდ ანრი ხოზრევანიძე ( 67 კგ.) და ანდრი დავითაძე (82 კგ.) ინარჩუნებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები