ვოვა გენგედალი
Aa
Aa

ნორვეგიული კლუბის მეკარე საქართველოს ნაკრებში (U19) - ვინ არის ვოვა გენგედალი

ფეხბურთში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად 17 წლის ვოვა გენგედალი ვარჯიშობს, რომელიც ნორვეგიული კრისტიანსუნის „კლასენენგენის’’ მეკარეა. ეს გუნდი ამჟამად ნორვეგიის რანგით მე-4 ლიგაშია, თუმცა CrystalSport-ის ცნობით, მალე ვოვა ნორვეგიის უმაღლესი ლიგის კლუბ „კრისტიანსუნთან’’ ერთად დაიწყებს ვარჯიშს, რომ მეტი ცოდნა მიიღოს და მეტი გამოცდილება შეიძინოს. აღნიშნული გუნდები ერთი ქალაქიდან, კრისტიანსუნიდანაა და თანამშრომლობენ.

ვოვა უკრაინაში დაიბადა, თუმცა 9 წლის ასაკიდან ნორვეგიაში ცხოვრობს. მისი მამა უკრაინელია, თუმცა ბაბუა დედის მხრიდან ქართველია, გელა ახვერდაშვილი. ვოვამ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა და ამჟამად 19-წლამდე ნაკრების შეკრებაზეა, ლაშა ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით ემზადება. მას უკრაინისა და ნორვეგიის მოქალაქეობა აქვს. ზოგადად გენგედალი ნორვეგიული გვარია, ვოვა მისი დედის მეუღლის გვარს ატარებს.

მალე, ორ დღეში 18 წლის გახდება. საკმაოდ მაღალია, 1,96 მეტრია.

ზოგადად, ამ ტიპის სელექცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პერსპექტივაში ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას.

ფოტოზე ვოვას ადვილად იცნობთ, მეკარის ფორმით ორ თანაგუნდელს შორისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები