ლუკა ლაცაბიძე
Aa
Aa

34 ნომრით ითამაშებს - შახტარმა ლაცაბიძე გაანათხოვრა

დონეცკის „შახტარმა’’ 20 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე ოდესის „ჩერნომორეცში’’ გაანათხოვრა. ქართველი ტალანტი ახალ გუნდში 34-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ლუკას „შახტარის’’ პირველ გუნდში თამაშის შანსი არ მისცემია და ოდესურ კლუბში გადასვლა სათამაშო პრაქტიკის მიზნით გადაწყვიტა. „ჩერნომორეცი’’ უკრაინის უმაღლეს ლიგაში თამაშობს, საწყის 5 ტურში 3 ქულა დააგროვა, „შახტარმა'' აღნიშნულ კლუბში ლუკასთან ერთად კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გაანათხოვრა.

2024 წლის ზამთარში ლაცაბიძე თბილისის „დინამოდან’’ „შახტარში’’ 700 000 ევროდ გადავიდა. შეძენამდე „შახტარი“ ლაცაბიძეს კარგად იცნობდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბთან ერთად 2023 წლის ზაფხულში როტერდამში გამართულ შეკრებაზე იმყოფებოდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. „შახტარს“ მისი გაფორმება გასული წლის ზაფხულში სურდა, მაგრამ მაშინ არაფერი გამოვიდა. ლუკა „შახტარს'' შეკრებაზე 2024 წლის იანვარში შეუერთდა, მთავარ მწვრთნელს თავი მოაწონა და საბოლოოდ მხარეები 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, ლაცაბიძე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ უკანახაზელად ითვლება და საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები