მე მას ვაფასებ, მაგრამ ... | ლაპორტა ჩავიზე
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განმარტა, თუ რატომ გაუშვა კლუბის მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი.
მისი განმარტებით, ცვლილებების შეტანა აუცილებელი იყო.
რა თქვა ლაპორტამ:
„ჩავი არის ადამიანი, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ, თუმცა ჩემს კოლეგებთან ერთად ჩავთვალე, რომ კლუბისთვის ახალი იმპულსი უნდა მიგვეცა“.
„ეს კლუბის გადაწყვეტილებაა. მე ყოველთვის მადლიერი ვარ მისი. ჩავი კლუბში რთულ დროს მოვიდა. მან ლა ლიგა და სუპერ თასი მოიგო, თუმცა ბოლო სეზონზე კლუბის საქმე არც ისე კარგად წავიდა“.
„მე ისეთივე პატივისცემით ვარ მისდამი განწყობილი, თუმცა ჩვენ ეს იმპულსი გვჭირდებოდა. ვფიქრობ, ფლიკი შესაფერისი ვარიანტია“.
2021 წლის 6 ნოემბრიდან 2024 წლის 27 მაისამდე ჩავის ხელმძღვანელობით ჩატარებული 142 მატჩიდან „ბარსელონამ“ 89 მოიგო, 24 ფრედ დაასრულა და 29 წააგო. ის ჰანს დიტერ ფლიკმა შეცვლა, რომლის ბოლო სამუშაო ადგილი გერმანიის ნაკრები იყო.