„ის სუპერმენი არ არის“ | დეშამი მბაპეზე
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა კილიან მბაპეს ფორმაში ყოფნაზე ისაუბრა.
ფრანგი სპეციალისტის თქმით, ნაკრები უკეთესად თამაშობს, როდესაც მბაპე გუნდშია.
რა თქვა დეშამმა:
„მე მას ვესაუბრე - ის თავს კარგად გრძნობს. დიახ, ის არ არის საუკეთესო ფორმაში, თუმცა ის არ არის რობოტი და სუპერმენი. მოლოდინი მაღალია“.
„მას აქვს არაჩვეულებრივი უნარი შეიგრძნოს ყველაფერი, რაც მოედანზე და მის მიღმა ხდება“.
„კილიანი შეეჩვია გოლების გატანას. ის საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს უწესებს. მისი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი არ ნერვიულობს და არც მე ვნერვიულობ. კილიანს გოლები ყოველთვის გააქვს და ამის კეთებას გააგრძელებს“.
კილიან მბაპე „რეალში“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
ფრანგ სუპერვარსკლავს ლა ლიგაში გოლი არ ჰქონდა გატანილი. მან საკუთარი ანგარიში 1-ელ სექტემბერს „ბეტისთან“ გახსნა და 2 გოლი მიითვალა.