რაფა მირი
Aa
Aa

ვალენსიას ფეხბურთელი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

„ვალენსიას“ ფორვარდი, რაფა მირი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ესპანური გამოცემა Cadena SER-ის ცნობით, რაფა მირი ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ 2 სექტემბერს დააკავეს, მან „ღამურების“ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა.

არსებული ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი ორი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი. სავარაუდო დანაშაული სწორედ რაფა მირის სახლში მოხდა, მირის სავარაუდო თანამზრახველი ასევე დაკავებულია.

ცნობილია, რომ დაზარალებულებმა პოლიციას მიმართეს და მათ სამედიცინო დახმარებაც დასჭირდათ.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება „ვალენსიამაც“ გაავრცელა. 

„რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რაფა მირის დაკავების თაობაზე, კლუბი ინფორმირებულია ამის შესახებ. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შეიძლება, არის ის, რომ კლუბი ითანამშრომლებს გამოძიებასთან ყველა საჭირო საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რაფა მირი 27 წლისაა, ზაფხულში „სევილიამ“ ის „ვალენსიაში“ გაანათხოვრა. გასულ სეზონში მან „სევილიას“ მაისურით 22 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები